“გაერო-ში დელეგაციას უხელმძღვანელებს და სიტყვით გამოვა პრემიერმინისტრი” – კახა იმნაძე

საქართველო არ თვლის აუცილებლობას პირდაპირი დიალოგი დაიწყოს აფხაზეთთან და სამხეთ ოსეთთან

საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-ში ვიზიტს ამზადებს.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს და გააკეთებს და მოიქცევა ისე, როგორი გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული უფრო მაღალ დონეზე,“ – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ.

გაერო-ში საქართველოს ელჩი კახა იმნაძე კი აცხადებს რომ გაერო-ში პრემიერი ჩავა და ის უხელმძღვანელებს საქართველოს დელეგაციას, თუმცა პრეზიდენტიც ჩავა აშშ-ში იმ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, რომელზეც ის ლიტვის პრეზიდენტმა დაპატიჟა.

“გაერო-ში დაგეგმილ ორივე ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია პრემიერის ხელმძღვანელობით, რომელიც ასევე სიტყვით გამოვა ორივე ღონისძიებაზე. პრეზიდენტი კი მონაწილეობას მიიღებს ლიტვის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ერთ-ერთ ღონისძიებაში, რომელიც ეხება აღმოსავლეთ ევროპის გამოწვევებს და ქალთა საკითხებს,” – აცხადებს კახა იმნაძე.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში შექმნეს წიგნი, რომლითაც წყალი იწმინდება
შემდეგი სტატია„პრემიერი უნდა წავიდეს, ის მოწვეულია ამ მაღალი დონის ღონისძიებაზე,”-ელისო ჩაფიძე გაერო-ში ვიზიტზე საუბრობს