გაერო აშშ-ს პოლიციის მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენებაში ადანაშაულებს

tetri saxlაშშ-ს მთავრობამ გაეროს მიერ წამოყენებული პრეტენზია, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევას ეხება, უარყო.
ამასთანავე, ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს სხდომაზე აშშ-ს წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ ქვეყანაში ძალოვანების მიერ ძალის გადამეტებით გამოყენების პრობლემა არსებობს.
ამასთანავე, მათი თქმით, აშშ-ს ძალოვან სტრუქტურებს საკმარისი უფლებამოსილება არ გაჩნიათ, რომ დამნაშავე პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხი დააყენონ.
პარასკევს აშშ-ს გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრომ ქალაქში არსებული არეულობების შემდეგ დაიწყო ბალტიმორელი პოლიციელების ქმედებების გამოძიება. პოლიციელების მიერ გადამეტებულად გამოყენებულმა ძალამ ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე შეიწირა. მან სერიოზული, ჯერ კიდევ გაურკვეველი ტრავმები მიიღო კისრის არეში, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.
აშშ-ს ელჩმა გაეროში, დღეს ჟენევაში გამოსვლისას განაცხადა, რომ ამერიკას „უცოდველობის პრეტენზია არა აქვს,“ მაგრამ ზოგადად ამაყობს ქვეყნის მიღწევებით ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო დღეს აშშ-ში ადამიანის უფლებათა დარღვევი ფაქტებს განიხილავს.
ამ პროცედურების მსვლელობისას სახელმწიფო საბჭოს წინაშე ანგარიშს აბარებს სიტუაციების გაუმჯებესების კუთხით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
მსგავს პროცედურას გაეროში შემავალი 192 ქვეყანა 4 წელიწადში ერთხელ გადის.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: გუშინდელი ტრაგედიის ფონზე ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი თემა წარმოჩინდა
შემდეგი სტატიაელისო ჩაფიძე : ეს არ არის სრული ჭეშმარიტება