გაეროში სირიის ელჩმა რუსეთს ავია დარტყმებისკენ მოუწოდა

გაეროში სირიის ელჩმა რუსეთს ავია დარტყმებისკენ მოუწოდა

გაეროში სირიის ელჩმა რუსეთს ავია დარტყმებისკენ მოუწოდაგაეროში სირიის ელჩმა ბაშარ ჯაფარმა რუსეთს მოუწოდა ისლამურ სახელმწიფოზე ავიადარტყმები განახორციელოს. ამის შესახებ The Military Times წერს. ჯაფარმა განაცხადა, რომ არ სჯერა აშშ-ს შესაძლებლობების რუსეთის გარეშე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ. “ბოლოსდაბოლოს, ჩვენ ერთსა და იმავე მტერს ვეომებით” – განაცხადა ელჩმა, რომელმაც უარყო პრესაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი სირიაში სამხედრო ბაზებს აშენებს. მისი თქმით, მოსკოვი და დამასკო სამხედრო საკითხებში თანამშრომლობენ და რუსეთის მოქმედებები ამ თანამშრომობას არ გასცდენია.

14 სექტემბერს როიტერსის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა ლატაკიას პროვინციაში შვიდი Т-90 გადაისროლა.

უფრო ადრე კი პენტაგონმა სირიაში რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების გადასროლის შესახებ განაცხადა. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბმა 15 სექტემბერს თქვა, რომ აშშ-ს “რუსეთის შემდგომი იზოლაციისთვის” ბერკეტები გააჩნია, თუკი რუსეთი სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის მხარდაჭერას განაგრძობს.
ვაშინგტონის სიტყვების კომენტირებისას, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ნებისმიერი სანქციის შემთხვევაში ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციის ფარგლებში მაინც არ მოხვდება.

სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წელს დაიწყო. დაღუპულების რიცხვი 230 ათასს აღემატება. ომის შედეგად ქვეყანა 11,5 მილიონმა ადამიანმა დატოვა.

banner
წინა სტატიაში,,პროცესის დაწყებიდან უკვე ჩანდა ის ფაქტი, რომ პროკურორებს გამიზნული ჰქონდათ ყველაფერი ეღონათ, რომ პროცესი გაეჭიანურებინათ”
შემდეგი სტატიაობამა 9 მილიონ ემიგრანტს მოქალაქეობას მისცემს