გაეროს მოხსენება: მშიდობისმყოფელები ნივთებს სექს-მომსახურებაზე ცვლიან

გაეროს მშვიდობის მისიის სამხედროები რეგულარულად ცვლიან სექსუალურ მომსახურებას ნივთებზე მათთან, ვისაც უნდა დაეხმარონ. მოხსენებაში, რომელიც შინაგანი დაკვირვების განყოფილემამ გააკეთა, ნათქვამია, რომ ლიბერიასა და ჰაიტიში ასობით ქალი, რომლებიც უკიდურესი სიღარიბის და შიმშილობის ზღვარზე არიან, იძულებული იყვნენ სექსუალური მომსახურება გაეწიათ სამხედროებისთვის, რომელბიც სანაცვლოდ მათ ფულს, ტანსაცმელს, ძვირფასეულობას, მობილურ ტელეფონს და სხვა ნივთებს ჩუქნიდნენ. გამოუქვეყნებელი მოხსენების ტექსტი «რეიტერის» ჟურნალისტებს ჩაუვარდათ ხელში. მოხსენების მიხედვით 2008-დან 2013 წლამდე მსგავსი დარღვევა დაახლოებით 480-ჯერ დაფიქსირდა. ამასთანავე, დარღვევის მესამედი არასრულწლოვანების მიმართ განხორციელდა. «ორი ქვეყნის მონაცემებიდან, სადაც გაგზავნილი იყვნენ მშვიდობისმყოფელები, ჩანს, რომ ფასიანი სექსუალური მომსახურება საკმაოდ გახშირებულია, თუმცა, ამაზე იშვიათად ხდება აქცენტის გაკეთება» – «რეიტერი» ციტირებს მოხსენების ტექსტს. ამავე დროს «ასოშეითედ პრესი», რომელმაც ასევე მიიღო გამოუქვეყნებელი მოხსენება, წერს, რომ გასულ წელს 231 ქალმა ჰაიტიში განაცხადა, რომ მშვიდობისმყოფელებს სხვადასხვა ნივთების სანაცვლოდ სექსუალურ მომსახურებას უწევდნენ. «იმ შემთხვევაში, როცა ჯარისკაცები უარს ამბობდნენ გადახდაზე, ქალები მათ ართმევდნენ სამკერდე ნიშნებს და ემუქრებოდნენ მათი მოქმედების გასაჯაროვებით სოციალრ ქსელებში» – წერს ციტატას მოხსენებიდან «ასოშეითედ პრესი». მოხსენების თანახმად, 2014 წელს მსგავსი ბრალდება 51 მშვიდობისმყოფელს წაეყენა, ერთი წლით ადრე კი 66-სს. საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს ასევე მოხსენებაზე პასუხს ოპერაციის დეპარტამენტიდან. როგორც ირკვევა, გაეროს დეპარტამენტი არ უარყოფს, რომ შეშფოთებულია მშვიდობისმყოფელების მსგავსი ქცევების არასათანადო გაშუიქების გამო. ამასთანავე, ხაზს უსვამს, რომ უკანასკნელი 10 წლის მანძილზე მშვიდობისმყოფელების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. სექსუალური ექსპლოატაციის და დაცინვის ფაქტები კი შემცირდა. მიმდინარე მომენტში სხვადასხვა ქვეყნებში გაეროს 125 ათასი მშვიდობისმყოფელი ჯარისკაცია.

banner
წინა სტატიაშილევან ბერძენიშვილი – საკითხი ასე არ დგას, რომ მთის მინისტრს შემდეგ მოჰყვება თუ არა პიტალო კლდეების დეპარტამენტი
შემდეგი სტატია“ოლიგარქის მეოცნებე მთავრობამ მოსახლეობა მოატყუა, გააღატაკა,” – გიორგი გუგავა