გაერომ ევროპას მოუწოდა მიგრანტების მისაღებად საჭირო ყველა ზომა მიიღოს

გაერომ ევროპას მოუწოდა მიგრანტების მისაღებად საჭირო ყველა ზომა მიიღოს

გაერომ ევროპას მოუწოდა მიგრანტების მისაღებად საჭირო ყველა ზომა მიიღოსგაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა “იპოვონ კოლექტიური პოლიტიკური გადაწყვეტილება” ჩრდილოეთ აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილების მისაღებად.

გენერალური მდივნის სიტყვებით, პრობლემის გადასაწყვეტად მეტი ძალისხმევაა საჭირო, ვიდრე ის ზომები, რომელსაც ახლა იღებენ ქვეყნები. მან ევროპაში შექმნილ მდგომარეობას “კრიტიკული სოლიდარობა” უწოდა და ევროკავშირეის ქვეყნებს მოუწოდა გააფართოვონ ლეგალური და უსაფრთხო გზები მიგრაციის პროცესისთვის.

“ყველა სახელმწიფოს მოვუწოდებ გააფართოვონ უსაფრთხო და ლეგალური არხები მიგრანტებისთვის, მოექცნენ მათ ჰუმანურად და თანაგრძნობით, გადაჭრან მათი პრობლემები საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ეს – ადამიანური ტრაგედიაა, რომელიც სასწრაფო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას საჭიროებს” – განაცხადა პან გი მუნმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ გამანადგურებლები ევროპის ბაზაში გადმოიყვანა
შემდეგი სტატია(+18) ხმელთაშუა ზღვაზე მომხდარი ტრაგედია-ფოტოები, რომელმაც შეძრა მსოფლიო