გადმოვარდა თუ გადმოაგდეს-რა შეემთხვა 25 წლის გოგოს ბათუმში?

სამხედრო მოსამსახურემ 5 წლის ბავშვი გააუპატიურა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მძიმე მოტეხილობებით 25 წლის უცხოეთის მოქალაქე წევს. გოგონას ორივე ბარძაყის ძვალი მოტეხილი აქვს და მას ხვალ ოპერაცია უნდა გაუკეთონ.

ამ დრომდე უცნობია თუ რა ვითარებაში მოიტეხა უცხოეთის მოქალაქემ ფეხები.

არსებული ინფორმაციით დაშავებულმა ექიმებს უთხრა, რომ ის რესტორანში ქეიფის დროს ფანჯრიდან გადმოვარდა. ვრცელდება ინფორმაციაც, რომ ის გადმოაგდეს, თუმცა აღნიშნულ ფაქტს ოფიციალურად არავინ ადასტურებს.

გოგონას ჰყავს მეუღლე, რომელიც ამ დრომდე საავადმყოფოში არ გამოჩენილა და მას არც მკურნალობის ხარჯები დაუფარავს, შესაბამისად კლინიკაში ხვალინდელი ოპერაციის ჩატარების საკითხიც გაურკვეველი რჩება.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში პუტინზე დოკუმენტური ფილმი გამოვიდა
შემდეგი სტატიაობამამ ნავთობსადენის მშენებლობას ვეტო დაადო