გადაწყვეტილების მიმღები არც მაშინ და არც ახლა მინდია ჯანელიძე არ არის–ირაკლი ალასანია

alasania

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ალასანია, ადასტურებს, რომ პარიზში მისი ბოლო ვიზიტის დროს მას დღევანდელი თავდაცვის მინისტრი, მინდია ჯანელიძე, ურეკავდა და ეუბნებოდა, არ მოეწერა ხელი საჰაერო თავდაცვის შესახებ მემორანდუმისათვის.ამის შესახებ ალასანიამ განცხადება, ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის ეთერში გადაცემა “არჩევანში” საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, “გადაწყვეტილების მიმღები არც მაშინ და არც ახლა მინდია ჯანელიძე არ არის და ვინ შეასრულებდა მედიატორის როლს, ამას მნიშვნელობა არა აქვს”.ირაკლი ალასანია მინდია ჯანელიძისთვის დავალების მიმცემი პირის დაკონკრეტებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ დღეს მინდია ჯანელიძე საფრანგეთში იმყოფება და ის იგივე შეცდომის გამეორებას ვერ დაუშვებს.”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერს იმედი აქვს, რომ შედგება შეთანხმება საქართველოსა და საფრანგეთს შორის „და, თუ ასე არ იქნება, პირობას შევასრულებ და საზოგადოებას ჩავაყენებ საქმის კურში, თუ რას ითვალისწინებდა ის მემორანდუმი, რომელიც გაფორმდა ჩემი მინისტრობის დროს“.

alasania-qarTuli-akademia_180

გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ , რომ ის ბრიუსელში ყოფნისას საქართველოს ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა სიმართლეს არ შეესაბამება– ამის შესახებ განცხადება, ალასანიამ ტელეკომპანია “რუსთავი-2″ის ეთერში საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, ის ბრიუსელსი ვიზიტისას შეხვდა არა სააკაშვილს არამედ ევროკავშირისა და ნატოს ლიდერებს.

banner
წინა სტატიაშიIRI:გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნდობით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სარგებლობენ
შემდეგი სტატიაორი წლის თავზე ხელისუფლებამ ვერ ისწავლა პატივი სცეს საკუთარ ხალხს-ირაკლი ალასანია