გადაყენებული ჩინოსანი სააკაშვილისგან მილიონ გრივენს ითხოვს

გადაყენებული ჩინოსანი სააკაშვილისგან მილიონ გრივენს ითხოვს

გადაყენებული ჩინოსანი სააკაშვილისგან მილიონ გრივენს ითხოვსუკრაინის სახელმწიფო ავიასამსახურის ხელმძღვანელი, დენის ანტონიუკი, რომელიც სააკაშვილმა თანამდებობიდან გადააყენა, საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის კომპენსაციის მიზნით მიხეილ სააკაშვილს ერთ მილიონ გრივენს სთხოვს. საჩივრის ტექსტი სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის შესახებ ანტონიუკმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განათავსა. მან საჩივარი უკვე გააგზავნა გენერალური პროკურორის ვიქტორ შოკინის სახელზე.
ანტონიუკმა პროკურატურას მოუწოდა აღნიშნულ კეისთან დაკავშირებით სააკაშვილის მოქმედების სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების დადგენისკენ.

ანტონიუკმა ოდესის გუბერნატორი თურქული კაპიტალის მქონე კომპანიის ლობირებაში დაადანაშულა და აღნიშნა, რომ “სააკაშვილის არასამართლიანმა მოქმედებებმა ის ნერვიულ აშლილობამდე მიიყვანა”.

სააკაშვილსა და ანტონიუკს შორის კონფლიქტი 26 ივნისს მოხდა, როცა ოდესის გუბერნატორმა სახელმწიფო ავიასამსახურის ჩინოვნიკები გააკრიტიკა კომისიის სხდომაზე. სააკაშვილმა ანტონიუკს კორუფციულ სქემებში მონაწილეობაში დასდო ბრალი. მაშინ ანტონიუკმა თავის მხრივ, გუბერნატორის განცხადებას პოპულიზმი უწოდა.

banner
წინა სტატიაშისაკრებულოში სტიქიის დროს დაზარალებულებზე დახურულ კარს მიღმა მსჯელობენ
შემდეგი სტატიაშსს სოფელ ხურვალეთში ე.წ. საზღვრის ბანერების დამონტაჟებას ადგილზე სწავლობს