“გაბრაზებულ გადაწყვეტილებად” აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია პრეზიდენტ პარგველაშვილის გადაწყვეტილებას

“გაბრაზებულ გადაწყვეტილებად” აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია პრეზიდენტ პარგველაშვილის გადაწყვეტილებას, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობას არ მოაწეროს ხელი. ბესელია ამბობს, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას არ შეიძლება იყო გაბრაზებული: “პოლიტიკოსებს და განსაკუთრებით, როდესაც სახელმწიფო სადავეებთან მყოფ პირებზე ვსაუბრობთ, გადაწყვეტილებების მიღების დროს, არ უნდა იყვნენ გაბრაზებულები. გადაწყვეტილებების მიღების დროს გვჭირდება სიმშვიდე და მომეჩვენა რომ ეს იყო გაბრაზებული გადაწყვეტილება. როდესაც ქვეყნის ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით ვღებთ გადაწყვეტილებას, მგონია, რომ არ შეიძლება იყო გაბრაზებული.” აცხადებს ბესელია.

banner
წინა სტატიაში„ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენა გლობალური პოლიტიკის ნაწილია“
შემდეგი სტატიაგიგლა აგულაშვილი: პრეზიდენტი იყენებს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას