გაბელიამ ,,ბარსელონასაც,, გაუტანა… (VIDEO)

gabelia-barca-goal-gulnaraსაქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრების ლიდერმა გულნარა გაბელიამ,  საკუთარი კლუბის ყაზახურ ,,ბიიკ კაზიგურტის,,  შემადგენლობაში, ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/32 ფინალის განმეორებით მატჩში სტუმრად ,,ბარსელონას,, გოლი გაუტანა…

,,ბარსელონასთან,, პირველი თამაშის დროს, რომელიც ერთი კვირით ადრე ყაზახეთში გაიმართა და ფრედ 1:1 დამთავრდა, გაბელიამ სერიოზული ტრამვა მიიღო და ექიმები ფრთხილობდნენ ქართველი ფეხბურთელის, განმეორებით მატჩში მინდორზე გასვლის გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა გაბელიას დაჟინებული მოთხოვნით, ის სასტარტო შემადგენლობაში მაინც დააყენეს…

ყაზახურ კლუბს, გაბელიას ტრამვის გარდა კიდევ ერთი პრობლემა შეექმნა ,,ბარსასთან,, მატჩის წინ…  ავიაკომპანია ,,პეგასუსმა,, ალმა-ატიდან რეისი დააგვიანა, რის გამოც ტრანზიტით მიმავალი კლუბის წევრებმა, სტამბულში ბარსელონას რეისს ვერ ჩამოუსწრეს… მომდევნო რეისზე კი ადგილები არ მოიძებნა…  შედეგად 12 ოქტომბერს შიმკენტის ბაზიდან გასული კლუბი, მხოლოდ 14 ოქტომბერს, თამაშამდე 4 საათით ადრე ჩაფრინდა ბარსელონაში, რამაც დაღლილ-დაქანცული და ღამენათევი ფეხბურთელების თამაშს  კოლოსალური დაღი დაასვა… ამიტომაც მატჩი ,,ბარსელონას,, უდავო უპირატესობით წარიმართა…. გულნარა გაბელიაც, თავდასხმაში მარტო და პასის გარეშე იყო  დარჩენილი.

ჰერმოსოს (2), მელანიეს და უნსუეს გოლების წყალობით, თამაშის 65 წუთზე ანგარიში უკვე  4:0 გახდა ,,ბარსას,, სასარგებლოდ… ეს მატჩი ალბათ ამ ანგარიშით მორჩებოდა, რომ არა გაბელიას მიერ 90-ე წუთზე გატანილი პრესტიჟის გოლი, რომელიც მან  მეტოქისთვის გადაცემის ჩაჭრისა და  მეკარის მოტყუების შემდეგ  გაიტანა…

4:1 დამარცხდა გაბელიას ,,ბიიკი,, და გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას.

აღსანიშნავია, რომ გულნარა გაბელიამ ქალთა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე, გასულ წელს გერმანულ ,,ფრანკფურტსაც,, გაუტანა გოლი… კლუბს რომელმაც შარშანდელი ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ქალთა ჩემპიონთა ლიგა  ყველაზე მეტჯერ… 4 ჯერ აქვს მოგებული.

www.timer.ge

/ გულნარა გაბელიას გოლი ,,ბარსელონას,, კარში -ვიდეო/

banner
წინა სტატიაშიპოლონეთი ,,გაზპრომისგან,, 100% -თ განთავისუფლდა… (VIDEO)
შემდეგი სტატიასაქართველოში 15 ოქტომბერს ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი