“გააღეთ თქვენი საცავები და გაასაჯაროვეთ ადამიანთა წამების ამსახველი ყველა მასალა”-ინაშვილი ხელისუფლებას მიმართავს

აგულაშვილი არის პროვოკატორი

„პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული წამების შესახებ საუბრობს.

ინაშვილის განცხადებით, სირცხვილია, რომ ისეთ ვიდოებს, როგორიც ზუგდიდში აღმოჩენილი მასალებია უკრაინა ავრცელებს, რადგან მთავარი განაჩენი „ნაციონლურ მოძრაობას” და ყველა დამნაშავეს თავად ქართველმა ხალხმა უნდა გამოუტანოს.

„კაცთა მწამებლები და გამაუპატიურებლები, სულით გახრწნილები და არაადამიანები რომ რევოლუციასა და მაიდანზე ფიქრობენ, ესაა ის სამართლებრივი ანომალია, რის გამოც წლების მანძილზე ხელისუფლებას ვუპირისპირდებოდი.

გააღეთ თქვენი საცავები და გაასაჯაროვეთ ადამიანთა წამების ამსახველი ყველა მასალა. უკრაინელები კი არა, ჩვენ, ქართველები უნდა ვავრცელებდეთ ამას! შეკრიბეთ თქვენი ელჩები (თუ დაგრჩათ ისეთი, ვინც მიშასთან შეკრული არაა) და მთავარ ამოცანად დაისახეთ ამ მამხილებელი ფაქტების მიწოდება მთელი მსოფლიოსათვის.”- მიმართავს ინაშვილი ხელისუფლებას.

banner
წინა სტატიაშიშესაძლო დაბრკოლებები ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
შემდეგი სტატია,,ამცახარა,, ხაჯინბას გადადგომას უახლოეს დღეებში ითხოვს…