გააზიარებს თუ არა Apple სექსზე მონაცემებს

გააზიარებს თუ არა Apple სექსზე მონაცემებს

გააზიარებს თუ არა Apple სექსზე მონაცემებსროცა Apple-მა გამოუშვა მობილური მოწყობილობებისათვის iOS9, იქ იყო ერთი სიახლე, რომელიც ქალბატონებს სქესობრივი დღიურის და ასევე მენსტრუალური ციკლის წარმართვას სთავაზობდა.
პროგრამა HealthKit-ის ადრინდელ ვერსიას, სადაც შესაძლებელი იყო გეწარმოებინა ყველაფერი, მსგავსი ოპცია არ იყო.
არსებობს სხვა დამატებებიც, მაგრამ Apple-მა და სხვა მობილურმა კომპანიებმა ჩათვალეს, რომ ეს პროგრამები ქალბატონების მოთხოვნებს სრულიად არ აკმაყოფილებდა.

ქალბატონები, რომელთაც უნდათ რომ დაფეხმძიმდნენ, საკუთარ ჯანმრთელობას ხშირად განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, მათ შორის მენსტრუალურ ციკლს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია არეგულირონ ფეხმძიმობისთვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი.
Apple-ის განცხადებით, მომხმარებელს ახლა არჩევანის საშუალება აქვს, თვალყური ადევნოს საკუთარ ჯანმრთელობას და დამატება Health-ში შეიტანონ მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

დამატება კონფიდენციალურ ინფორმაციას დაიცავს. ტელეფონის დაბლოკვის შემთხვევაში ფინტესის და ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია დაიშიფრება და ეს მოხდება იმ შემთხვევაშიც, თუკი მომხმარებლები მონაცემებს iCloud-ში დააკოპირებენ.

გააზიარებს თუ არა Apple სექსზე მონაცემებს
როგორც ჯანმრთელობის დარგი მომუშავე ექსპერტები ამბობენ, მსგავსი ტექნოლოგიები ადამიანებს საშუალებას აძლევს საკუთარი სხეულის მდგომარეობა აკონტროლონ, ექიმები კი საკუთარ პაციენტებს ხშირად ურჩევენ ისარგებლონ მობილური სერვისით.
ამავე დროს, არ არსებობს კვლევა, რომელიც დაამტკიცებს იმას, რომ დამატება ქალების დაფეხმძიმებას რაიმე სახით მაინც ხელს შეუწყობს ან დაეხმარება რაიმე სახის ავადმყოფობის პრევენციაში.
ჟურნალისტ ტარა კალ-რესელის აზრით, რომელიც რეპროდუქციულ თემებზე წერს ვასინგტონში, Apple-ის ახალი დამატება მხოლოდდამხოლოდ მისასალმებელია, რადგანაც ამით ქალების დამოკიდებულება ჯანმრთელობის მიმართ გარკვეულწილად შეიცვლება.

banner
წინა სტატიაშილონდონის ცნობილ ბიგ-ბენს რამდენიმე თვით გააჩერებენ
შემდეგი სტატიაჩეჩნეთში ნემცოვის მკვლელობის გამო დაკითხვები დაიწყება