აფხაზებმა გაქცეული ქართველი პატიმარი დააკავეს

958606095 2 თებერვალს აფხაზეთის დეფაქტო  შსს-ს მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, დაკავებულიქნა 26 იანვარს ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტალიდან გაქცეული, ოჩამჩირის სასამართლოს მიერ ადამიანის გატაცებაში ბრალდებული ბადრი სიგუა. აფხაზი სამართალდამცავების განცხადებით, სიგუამ  26 ინავარს, შსს-ს საბადრაგო სამსახურის თანამშრომლის, ბათალა ბიგვავას სამსახურეობრივი გულგრილობით ისარგებლა და  მოახერხა  ჰოსპიტალის სპეც-პალატიდან გაქცევა. რის შემდეგაც მის მიმართ ტარდებოდა სამძებრო ღონისძიებები… მიდიოდა მისი ნათესავების დადგენა, მათი თვალთვალი და ტელეფონების მოსმენა, რამაც შედეგი გამოიღო და სწორედ ტელეფონის საშუალებით მიღებული ინფორმაცით დადგინდა მისი ადგილსამყოფელი. ის, ნათესავის სახლში, გულირიფშის რაიონის სოფელ მერხეულში დააკავეს.

დაკავებული ბადრი სიგუა, ამჟამად ოჩამჩირის რაიონის დროებითი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული და სასამართლოს განაჩენს ელოდება, აცხადებს აფხაზური მედია.

banner
წინა სტატიაშიმშობლების ნაწილი იმ ბავშვების სკოლაში მიღებას ითხოვს, რომლებსაც 6 წელი პირველ იანვრამდე უსრულდებათ
შემდეგი სტატია“სოკარ ჯორჯია გაზი” კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ღირებულებას ზრდის