ბუნდესტაგმა საემიგრაციო პოლიტიკა გაამკაცრა

ბუნდესტაგმა საემიგრაციო პოლიტიკა გაამკაცრა

ბუნდესტაგმა საემიგრაციო პოლიტიკა გაამკაცრაოპოზიციის და უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკის მიუხედავად, ბუნდესტაგმა ახალი საემიგრაციო კანონი დაამტკიცა. დღეს კანონში ცვლილებებს 475 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ 68 წავიდა, 57-მა კი თავი შეიკავა.

მიღებული დოკუმენტის თანახმად, უსაფრთხო ქვეყნების სიაში შევიდნენ ალბანეთი, კოსოვო და ჩერნოგორია. ეს ცვლილება სამართალდამცველებს საშუალებას მისცემს ამ ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც გერმანიაში თავშესაფარს ითხოვენ, საკუთარ ქვეყნებში დააბრუნონ. მიგრანტები, რომლებსაც ქვეყანაში ყოფნის ვადა ამოეწურათ, გაფრთხილების გარეშე გაძევდებიან ქვეყნიდან.

გარდა ამისა, მიგრანტების ფინანსური დახმარება სოციალურით შეიცვლება, გარკვეულ ჯგუფს კი მას შეუმცირებენ.
მიწები 670 ევროს მიიღებენ თითოეულ მიგრანტზე.

კანონი ძალაში ნოემბერში შევა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გაბაშვილი: თქვენი ამოცანაა წინ წასვლა და არა “აბაროტის” აღება (+ვიდეო)
შემდეგი სტატია,,კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს მსოფლიოში”