ბულგარელმა მესაზღვრემ გამაფრთხილებელი სროლის დროს მიგრანტი მოკლა

ბულგარელმა მესაზღვრეებმა ავღანელი ლტოლვილის მოკვლის ფაქტზე მოხსენება გააკეთეს. მიგრანტი 50 კაციან ჯგუფთან ერთად ბულგარეთში აპირებდა შესვლას თურქეთის საზღვრიდან. “გარდიანის” ცნობით, მიგრანტი სავარაუდოდ ასხლეტილმა ტყვიამ იმსხვერპლა.
“ისინი დაკავებისას წინააღმდეგობას უწევდნენ. მესაზღვრემ რამდენიმე გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, მაგრამ მისი თქმით, ერთ-ერთმა ასხლეტილმა ტყვიამ მიგრანტი დაჭრა, რომლის შემდეგაც სიკვდილი დადგა” – განაცხადა პრესასთან საუბარში ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

მომხდარის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ ბულგარეთის პრემიერმა ბოიკო ბორისოვმა ბრიუსელის სამიტი დატოვა, სადაც მიგრანტების ნაკადის შემცირების შესახებ ზომებზე მსჯელობდნენ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: უნდა იყოს პარალელური ელექტროგადამცემი ხაზები, ერთის დაზიანების შემთხვევაში მეორე ავტომატურად უნდა მუშაობდეს
შემდეგი სტატიასირიის არმიამ ალეპოსთან ბრძოლები დაიწყო