“ბულგარეთის პრეზიდენტის სტუმრობა ამ ვითარებაში განსაკუთრებით დამაიმედებელია”

გიორგი მარგველაშვილი რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევას ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნევს

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით იმ დროს, როდესაც საქართველოს დედაქალაქში სტიქიის შედეგებს ებრძვიან, ბულგარეთის პრეზიდენტის ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

გიორგი მარგველაშვილის თქმით დაახლოებით 15 წლიანი პაუზის შემდეგ ბულგარეთის პირველი პირისი საქართველოში ჩამოსვლა, უფრო მეტ იმპულსს მისცემს ორი ქვეყნის ურთიერთობას.

“მინდა მადლობა გადავუხადო ბულგარეთის პრეზიდენტს ვიზიტისთვის. ეს არის პირველი ვიზიტი დიდი ხნის შემდეგ. დაახლოებით 15 წელი არ ყოფილა ბულგარეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში. ამიტომ ეს ვიზიტი კიდევ უფრო მეტ იმპულსს მისცემს ჩვენს ურთიერთობებს. განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო, რომ პირადად მაკავშირებს ბულგარეთის პრეზიდენტთან თბილი ურთიერთობა. მისი სტუმრობა იმ მძიმე ვითარებში, რაც თბილისმა გადაიტანა ამ დღეების განმავლობაში, სტიქიური კატარსტროფა, განსაკუთრებით დამაიმედებელია. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენს გვერდით ყოველთვის დგანან ჩვენი მეგობრები. მადლობა მინდა ვუთხრა პრეზიდენტს იმ ხანგრძლივი დამხარებისთვის, რასაც ბულგარეთი უწევს საქართველოს. ეს არის ჩვენი ევროპული, ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ყველა ამ საკითხში ბულგარეთი ყოველთვის დგას ჩვენს გვერდით და საქართველოს ღირებულებების გვერდით. ბულგარეთი და საქართველო უძველესი კულტურული ქვეყნებია. ჩვენს ქვეყნებს რამდენიმე ასწლოვანი ისტორია აკავშირებს. ორივე შავი ზღვის ქვეყნებია, რაც უფრო მნიშვნელოვანს ხდის ჩვენს ურთიერთობებს შავი ზღვის კონტექსტში. საქართველოც და ბულგარეთიც ორივე ავითარებს სატრანსპორტო ონფრანსტრუქტურას. ბულაგრეთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო პროცესების კვანძია. ბუნებრივია, ამ კონტექსტში ქართულ-ბულგარული სატრანსპორტო თანამშრომლობა შავი ზღვის მიმართულებით უმნიშვნელოვანესი ხდება. შესაბამისად, დღეს ჩვენ ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, და პერსპექტივებზე, რასაც შავი ზღვის განვითარება ჰქვია, მშვიდობიანი თანაარსებობის, ერთმანეთისთვის შესაძლებლობების მიცემის გზით, რომელიც ცდება ორი ქვეყნის ორთიერთობას და ტრანსკონტინენტალური პროექტების განხორციელებას წარმოადგენს. მინდა მადლობა ვუთხრა ბულგარეთის პრეზიდენტს თანადგომისთვის და ვთქვა, რომ დღეს ამ ვიზიტს მომავალში სერიოზული განვითარება ექნება”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძემ ინდირა ზარანდიას და მარიამ ქუთელიას ოჯახებს მიუსამძიმრა
შემდეგი სტატიაზოოპარკის ტერიტორიაზე დაგეგმილი პრესკონფერენცია გადაიდო