ბრიტანელს საუდის არაბეთში გაამათრახებენ

ბრიტანელს საუდის არაბეთში გაამათრახებენ

ბრიტანელს საუდის არაბეთში გაამათრახებენბრიტანეთის მოქალაქეს, რომელიც სახლში ჩადებილი დანაშაულის გამო დააკავეს, გამათრახება ელოდება. ქვეყნის კანონების მიხედვით, ალკოჰოლის ქონა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთით, ან 360 როზგით ისჯება.
74 წლის კარლ ენდრი 2014 წლის აგვისტოში დააკავა საუდის რელიგიურმა პოლიციამ, რომელმაც მის მანქანაში რამდენიმე ბოთლი ღვინო იპოვა.
დაკავებულის ახლობლები ამბობენ, რომ ის ვერ გადაიტანს გამათრახებას.
დაკავებულის ქალიშვილმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთის მთავრობამ თითქოს დააიმედა,რომ როზგები მამის მიმართ არ იქნება გამოყენებული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო,თუმცა, ახლა,როცა მისი დაპატიმრების ვადა იწურება, შესაძლებელია საკითხი ისევ აქტუალური გახდეს,
“ის მოხუცია და მან უკვე კიბოს სამი ფორმა გადაიტანა, ჩატარებული აქვს თერაპიის ძალიან ძლიერი კურსი, ასევე აქვს ასთმა. ის ზოგადად თავს არ გრძნობს კარგად” – თქვა დაკავებულის ქალიშვილმა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისინი ცდილობენ დაკავებულს დაეხმარონ, თუმცა, ჯერჯერობით უშედეგოდ.
დაპატიმრებული კარლ ენდის ვაჟიშვილის განცხადებით, მისი მამა საუდის არაბეთში 25 წელი ცხოვრობდა და კმაყოფილი იყო. მისი თქმით, მამამ იცოდა ადგილობრივი კანონები და მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო.

banner
წინა სტატიაშიერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3915 ლარი გახდა
შემდეგი სტატიაიან კელი: სამართლებრივი პროცესი უნდა იყოს სრულად დაცული ზემოქმედებისგან