ბრიტანელების უმეტესობა ევროკავშირიდან გასვლის მომხრეა

ბრიტანელების უმეტესობა ევროკავშირიდან გასვლის მომხრეა

ბრიტანელების უმეტესობა ევროკავშირიდან გასვლის მომხრეაბრიტანელების უმეტესობას ევროკავშირიდან გასვლის განწყობა აქვს. გამოკითხული მოსახლეობის 51%-ს კავშირის დატოვება სურს, 49% თანახმაა დარჩეს კავშირში – წერს კვირის Daily Mail. გამოცემის თხოვნით კვლევა სოციოლოგიურმა კვლევის ცენტრმა Survation ჩაატარა.
ივლისში ხმების თანაფარდობა 46/54-ზე იყო ევროკავშირში დარჩენის მომხრეების უპირატესობით. ბოლო გამოკითხვით საკითხის ფორმულირება შეცვლილი იყო, რამაც ხმების გადანაწილებაზეც იმოქმედა.
გარდა ამისა, ბრიტანელების განწყობაზე მიგრანტების კრიზისმაც იმოქმედა. ალბიონის მცხოვრებთა უმეტესობა არ აპირებს გერმანიის მაგალითის გაზიარებას სირიიდან ლტოლვილების მიღების საკითხში. გამოკითხულთა 22-მა პროცენტმა განაცხადა, რომ ისინი ევროკავშირიდან გასვლას მოითხოვენ, თუკი ლტოლვილების საკითხი გამძაფრდება.
ონლაინ გამოკითხვა 3 და 4 სექტემბერს მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა 1004-მა რესპოდენტმა მიიღო. წინასწარ ანკეტირებაში 5 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. Survation ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც ბრიტანეთის საარჩევნო კომიტეტის რეკომენდაცია მიიღო.
რეფერენდუმი საკითხზე, დარჩეს თუ არა ბრიტანეთი ევროკავშირში 2017 წელს გაიმართება – ასეთი პირობა დადო პრემიერმა კემერონმა მაისში გამართულ არჩევნებზე. პრემიერის პოზიციაა ევროკავშირში დარჩენა , თუკი გაერთიანება სხვადასხვა ტიპის რეფიორმებს გაატარებს.

banner
წინა სტატიაშიმიგრანტების კრიზისი ევროპაში (ფოტო)
შემდეგი სტატიაჯონდი ბაღათურია მოსკოვში გაემგზავრა – მიზანი მოკავშირეობის აღდგენაა