ბრიტანეთმა შესაძლოა აშშ-ს ბირთვული რაკეტები საკუთარ ტერიტორიაზე განალაგოს

britanetiiდიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აუცილებელია «მოსკოვს ნათელი მესიჯი» გაუგზავნონ რომ «დასავლეთმა პროვოკაციებისგან თავის აცილება შეძლოს».
ბრიტანეთი უშვებს, რომ შესაძლებელია აშშ-ს ბირთვული რაკეტები საკუთარ ტერიტორიაზე განათავსოს – ამის შეასხებ ინფორმაციას დღეს «დეილი ტერეგრაფი» ავრცელებს. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილილ ჰამმონდმა შეკითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი ამერიკული ბირთვული შეიარაღების ბრიტანეთის ტერიტორიაზე განთავსება, უპასუხა: «ვნახავთ მოვლენების განვითარებას. ჩვენ ხშირად ვთანამშრომლობთ ამერიკელებთან. ჩვენ რუსეთს ზუსტი გზავნილი უნდა გავუგზავნოთ, რომ «წითელ ზღვარის გადალახვას» არ მოვითმენთ » – თქვა მინისტრმა. მისი განმარტებით, რუსეთს ეჩვენება, რომ მასზე თავდასხმაა მოსალოდნელი და მაქსიმალურად უნდა შეიკავონ თავი პროვოკაციებისგან.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების კომენტირებისას განაცხადა: «ეს თემა ახლა განიხილება და მხოლოდ მითქმა-მოთქმის დონეზეა. მაგრამ არანაირი მოქმედებები არ ყოფილა. ურთიერთობების დაძაბვა არავის ინტერესშია. ცხადია, თვითონ თემა ისეთია, რომ ნდობის ხარისხს ნამდვილად ვერ შეუწყობს ხელს, ასევე ევროპაში ძალთა დაბალანსებას» – პესკოვის სიტყვებს რუსული სააგენტო «ინტერფაქსი» ციტირებს.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: საჯარო მოხელეებით ქვეყანა ისევე უნდა ამაყობდეს და იმედი ჰქონდეს, როგორც ჯარისკაცებით
შემდეგი სტატიამოსკოვში ჯუნა დავითაშვილი გარდაიცვალა