ბრიტანეთის ელჩი: ჩემს ქვეყანას მიაჩნია, რომ საქართველოს აუცილებლად უნდა მივცეთ ევროპული პერსპექტივა

ჩემს ქვეყანას მიაჩნია, რომ საქართველოს აუცილებლად უნდა მივცეთ ევროპული პერსპექტივა, – ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა სასტუმრო “რუმსში” მიმდინარე საერთაშორიოსო კონფერენციაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, ევროპას აღელვებს დემოკრატიის პოპულარიზაცია და თუნდაც ამიტომ მან “გვირაბის ბოლოს შუქი უნდა აანთოს”.
“იყო ასეთი შეკითხვა, აღელვებს თუ არა ისევ ევროპას დემოკრატიის პოპულარიზაცია. კი, ბატონო, გვაღელვებს. როგორც შტეფან ფულემ გუშინ ახსენა, აუცილებელია, ბოლო შუქის დანახვა და ალბათ, ზუსტად ეს უნდა გააკეთოს ევროპამ – გვირაბის ბოლოს შუქი უნდა აანთოს. ჩემს ქვეყანას მიაჩნია, რომ საქართველოს აუცილებლად უნდა მივცეთ ევროპული პერსპექტივა, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი რამ. შეიძლება, გვირაბის ბოლოს შუქმა გარკვეული წახალისების როლი ითამაშოს, გარკვეული ბიძგის მიმცემი იყოს, მაგრამ თითოეულ მოქლააქეს უნდა დავანახოთ, რა სარგებელს მიღებს რეფორმისგან. ეს იქნება ჩვენთვის ყველაზე დიდი შედეგის მომტანი”, – განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლი: საქართველოში პოლიტიკურ ძალებს საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძე არ მალავს, რომ პოლიტიკაში მოსვლის შემოთავაზება ჰქონდა