ბრალდების მხარე ხარშილაძისა და ძაძამიას დღევანდელ ჩვენებას დანაშაულის აღიარებად აფასებს

ზურაბ ჟვანიას საქმის პროკურორი რეზო ნადოი ხარშილაძისა და ძაძამიას დღევანდელ ჩვენებას დანაშაულის აღიარებად აფასებს. ამის შესახებ პროკურორმა სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ “დღევანდელ ჩვენებას არანაირი ღირებულება არ გააჩნია.”

„ბრალდებულების ძირითადი არგუმენტი არის რა, რომ “ჩვენ გავუწიეთ ზურაბ ჟვანიას თხოვნას ანგარიში და მივიყვანეთ იმ ადგილას,” ანუ პრაქტიკულად ეს აღიარებაა. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ჩვენი მოვალეობის საწინააღმდეგოდ მივიყვანეთ იქ და დავტოვეთ, ანუ შესაბამისად მთელი პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღეს. მე მიმაჩნია, რომ ხარშილაძეს და ძაძამიას ჩვენებას რაიმე ღირებულება არ გააჩნია,“ – აცხადებს ნადოი.

ბრალდებულებმა დღეს ჟვანიას გარდაცვალების დეტალებზე საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების წინაშე ისაუბრეს. რეზო ნადოი იმედოვნებს, რომ ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი საბოლოო ვერდიქტი პროკურატურის მტკიცებულებებიდან გამომდინარე იქნება მიღებული.

banner
წინა სტატიაშისასამართლო კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას საქმის განხილვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიარუსთაველის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს