ბრაზილიის პოლიციამ ორ ინციდენტში ათი ადამიანი მოკლა

ბრაზილიის პოლიციამ ორ ინციდენტში ათი ადამიანი მოკლა

ბრაზილიის ჩრდილო-დასავლეთით ქალაქ კურაის ნოვოსში პოლიციელებმა 7 დამნაშავე მოკლეს, რომელთაც ბანკის გაქურდვა უნდოდათ.
როგორც პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, კრიმინალებმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნეს. დამნაშავეები საპასუხოდ გახსნილი ცეცხლის დროს დაიღუპნენ. მათ იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები უპოვეს.
მეორე ინციდენტში პოლიციელებმა ოთხი ნარკომოვაჭრე მოკლა ურთიერთ სროლის დროს. პოლიციის მიერ გავრცელებულ ცნობებში ნათქვამია, რომ ნარკომოვაჭრეებიც შეიარაღებული იყვნენ, მათ შორის ყუმბარებით.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი იმედოვნებს, რომ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის გამოძიების შედეგები მალე დაიდება
შემდეგი სტატიასაუდის არაბეთმა იემენის დაბომბვა შეწყვიტა