ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი დაკავებულია

ბორის ნემცოვის მკვლელობა - პასუხგაუცემელი კითხვები

რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი, ანზორ გუბაშევი და ზაურ დადაევი დააკავეს.

როგორც რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბორტნიკოვმა, განაცხადა, დაკავებულები კავკასიელები არიან.

“მინდა, შეგატყობინოთ, რომ ჩატარებული სამუშაოს შედეგად დღეს ამ დანაშაულის ჩადენის ორი ეჭვმიტანილი დავაკავეთ. ესენი არიან ანზორ კუბაშევი და ზაურ დადაევი. მომხდარის შესახებ ინფორმაცია უკვე მივაწოდეთ პრეზიდენტს. გრძელდება ოპერატიული და აუცილებელი საგამოძიებო ღონისძიებებიც,” – განაცხადა ბორტნიკოვმა.

ბორის ნემცოვი მოსკოვის ცენტრში, კრემლთან ახლოს 27 თებერვალს მოკლეს.

banner
წინა სტატიაშისომხური ტვირთების ქართული პრობლემა ევრაზიულ კავშირში
შემდეგი სტატიაუმრავლესობა ოთხი კომიტეტის თავმჯდომარის საკითხზე გადაწყვეტილებას მომავალ კვირას მიიღებს