“ბორის ნემცოვის მკვლელობა რუსეთის დემოკრატიული ძალებისთვის დიდი დანაკლისია”

ხელისუფლება უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს სიტყვის თავისუფლებასა და მედიაპლურალიზმს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობის გამო მწუხარებას გამოთქვამს

“შეძრწუნებული ვარ რუსეთში, ოპოზიციის თვალსაჩინო ლიდერის ბორის ნემცოვის საზარელი მკვლელობის გამო. გარდაიცვალა ბრწყინვალე ადამიანი, პროფესიონალი პოლიტიკოსი, დემოკრატიის გაბედული დამცველი. რომელმაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება რუსეთში სამართლებრივი სახელმწიფოს და სამოქალაქო საზოგადოების დამკვიდრებას მიუძღვნა.

ბორის ნემცოვის მკვლელობა რუსეთის დემოკრატიული ძალებისთვის დიდი დანაკლისია. ეს მკვლელობა მძიმე დარტყმაა ზოგადად საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოებრიობისთვის. გულწრფელად ვუსამძიმრებ ბორისის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და თანამებრძოლებს”, – აღნიშნულია ჯაფარიძის განცხადებაში.

ბორის ნემცოვი 28 თებერვლის ღამეს მოსკოვის ცენტრში მოკლეს.

banner
წინა სტატიაში„ვიმედოვნებთ, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ გამოძიების პროცესი გამჭირვალედ წარიმართოს“
შემდეგი სტატიამტირალას ეროვნული პარკი ტურისტული სეზონისთვის ემზადება