ბორის ნემცოვის მკვლელობას თეთრი სახლი გამოეხმაურა

obama

ბორის ნემცოვიაშშ გმობს ბორის ნემცოვის სასტიკ მკვლელობას.

რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობას აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ეხმაურება. როგორც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს “ტვიტერის” გვერდზე წერია, ობამამ მომხდარს “საზარელი მკვლელობა” უწოდა.
“ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას დაიწყოს მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და სწრაფი გამოძიება და დამნაშავე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს”, – წერია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს “ტვიტერის” გვერდზე. ნემცოვის მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერიც.
“შოკირებული ვარ მოსკოვის ცენტრში რუსეთის ყოფილი ვიცე პრემიერის, ბორის ნემცოვის მკვლელობის გამო. ბორის ნემცოვმა თავისი ცხოვრება მიუძღვნა უფრო დემოკრატიული, აყვავებული და ღია რუსეთის მშენებლობას. ის რუსეთს და მთელ მსოფლიოს დააკლდება”, – წერია ჯონ კერის განცხადებაში.

 


 

http://www.timer.ge/?p=11434

banner
წინა სტატიაშივახტანგ მაისაია-„დაიწყო “ნადირობის” ხანა“
შემდეგი სტატიანემცოვის უკანასკნელი სტატუსი