ბოლო 14 წლის მანძილზე ჰილარი კლინტონს ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს

ბოლო 14 წლის მანძილზე ჰილარი კლინტონს ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს

ბოლო 14 წლის მანძილზე ჰილარი კლინტონს ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვსაშშ-ს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ჰილარი კლინტონს ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიებს. კლინტონი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი კანდიდატია. გამოკითხვის შედეგები სიენენმა გამოაქვეყნა და კომპანია ORC International-ის მიერ იქნა ჩატარებული. ბოლო 14 წლის მანძილზე მსგავსი დაბალი რეიტინგი კლინტონს არასდროს ქონია.
მას უნდობლობას უცხადებენ როგორც მოქალაქეები, ასევე თანაპარტიელები. ივნისში პოლიტიკოსით უკმაყოფილო იყო მოსახლეობის 48%, აგვისტოში კი – 53%.

გამოკითხვის შედეგებით ამომრჩევლები კლინტონის თანაპარტიელს და ოპონენტს ბერნი სანდერსს ანიჭებენ უპირატესობას, რომელსაც დემოკრატების 29% უჭერს მხარს.
სოციოლოგების მონაცემებით, კლინტონის რეიტინგის ვარდნა მის მიერ სახელმწიფო საქმეებისთვის პირადი ელექტრონული მაილის გამოყენების საქმეზე მიმდინარე მოვლენებმა გამოიწვია. შემთხვევა ეხება იმ პერიოდს, როცა კლინტონი ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის პოსტზე მუშაობდა.
მიუხედავად სოციოლოგიური კვლევის შედეგებისა, კლინტონს კონკურენტ რესპუბლიკელებზე მაღალი რეიტინგი მაინც აქვს – ის რესპუბლიკელებიდან ყველაზე რეიტინგულ დონალდ ტრამპსაც კი უსწრებს.

გამოკითხვა 19 აგვისტოს ჩატარდა და მასში 1001 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

banner
წინა სტატიაშისტიქია კახეთში
შემდეგი სტატია,,ხელისუფლება გააგრძელებს რუსეთთან პრაგმატულ პოლიტიკას და ნერვებთან დაკავშირებით პრობლემა არ ექნება”