“ბოლო სამი წელია, არაკომპეტენტურობის ზეიმს ვხედავთ” – გიგა ბოკერია

გიგა ბოკერია საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს

გიგა ბოკერია საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებსნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, თბილისში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციას აფასებს და ამბობს, რომ “ევროპელმა ლიდერებმა კონფერენციაში მონაწილე ხელისუფლების წარმომადგენლებისგან გაუაზრებელი, ზოგადი და არაკომპეტენტური გზავნილები მოისმინეს”.

ბოკერიას თქმით, ხელისუფლება “თვითკმაყოფილებით აღსავსე განცხადებებით” გამოდიოდა და კონფერენციაში მონაწილე “პარლამენტის თავჯდომარის რეაქციაც იყო აგრესიული”, რითაც მან დადასტურება, რომ პრობლემები არაფორმალურ მმართველობასა და პოლიტიკური საქმეების შესახებ რეალურად არსებობს.

„ბოლო სამი წელია, ვხედავთ არაკომპეტენტურობის, არაკოორდინირებულობის, ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის კონფლიქტის, გზავნილის და ხედვის არარსებობის, სიზარმაცის, ენერგიის ხარჯვის მხოლოდ წინა ხელისუფლების ლანძღვაზე ზეიმს. ეს ყველაფერი საქართველოს ძალიან ძვირი ფასი უჯდება,“ – აცხადებს გიგა ბოკერია.

banner
წინა სტატიაშიამერიკის კინოაკადემიის მთავარ ჯილდოზე საქართველოდან რეჟისორ ლევან თუთბერიძის “მოირა” იქნება წარდგენილი
შემდეგი სტატიანატო საკმარისად ძლიერი და სტაბილურია იმისთვის, რომ რუსეთისა და ისლამური სახელმწიფოების საშიშროებას ერთდროულად გაუმკლავდეს