ბოლო ოთხი წლის მანძილზე იაპონიამ პირველად განაახლა ატომური სადგურის მუშაობა

ატომურ სადგურ «ფუკუსიმა-1»-ზე კატასტროფის შემდეგ, რომელიც 2011 წლის გაზაფხულზე მოხდა, ატომური ელექტროსადგური პირველად ანახლებს მუშაობას: წუხელ კიუსიუზე «სენდაი» ამოქმედდა.

სადგურის პირველი რეაქტორი პირველ ელექტროენერგიას პარასკევს გამოიმუშავებს და სრული დატვირთვით ექსპლუატაციაში მომავალ თვეს შევა.
«სენდეის» მეორე რეაქტორი ოქტომბერში ჩაირთვება.
საერთო ჯამში, იაპონიის მთავრობა 25 ატომური რეაქტორის გაშვებას აპირებს იმის მიუხედავად, რომ საზოგადოება ამის კატეგორიული წინააღმდეგია.
სადგურ «სენდეის» მმართველმა კომპანიამ უსაფრთხოების სისტემის დაყენებაში 120 მილიონი დოლარი დახარჯა.
2011 წელს «ფუკუსიმა-1» ძლიერის მიწისძვრის და ციუნამის გამო სერიოზულად დაზიანდა.
ახალი რეაქტორის გაშვება იაპონელების საპროტესტო აქციების ფონზე მოხდა.

banner
წინა სტატიაშიფერგიუსონში სიტუაცია ისევ დაძაბულია
შემდეგი სტატიაGoogle-მა შვილობილი კომპანია Alphabet შექმნა