ბოკერია ხელისუფლების პოზიციას ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის მიმართ გაუმართლებლად მიიჩნევს

ზღვარგადასული უნიათობა და არაორგანიზებულობა, უტიფრობა და არაკოორდინირებულობა

ნაციონალურ მოძრაობაში ხელისუფლების დამოკიდებულებას ნაფიცი მსაჯულების მიმართ გაუმართლებლდა მიიჩნევენ.

ამის შესახებ განცხადება გიგა ბოკერიამ გააკეთა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება ამ ინსტიტუტის მიმართ არის კიდევ ერთი დარტყმა ქვეყნის მომავლის წინააღმდეგ.

“ივანიშვილის მთავრობა, რომელიც ვერ და არ ებრძვის კრიმინალს, ხელს აფარებს ორგანიზებულ დანაშაულს, რომელმაც ჩააგდო მთლიანად ბრძოლა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად, დღეს ხელს იშვერს ჩვენივე მოქალაქეებისკენ და ებრძვის ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს, რომელიც საკვანძო ინსტიტუტია იმისთვის, რომ ხალხი მონაწილეობდეს მართლმსაჯულების განხორციელებაში და იყოს რეალური შეჯიბრობითობა სასამართლოში. ეს არის კიდევ ერეთი დარტყმა ჩვენი მომავლის წინააღმდეგ,” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასააკაშვილი და სობჩაკი მოსახლეობას ხვდებიან+ფოტო