“ბოინგი 777” “ბუკით” იქნა ჩამოგდებული+video

ნიდერლანდების უშიშროების საბჭო აღმოსავლეთ უკრაინაში “ბოინგის” ჩამოგდების მიზეზების გამოძიებაზე უარს ამბობს. ამის შესახებ უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა სარა ფერნომ განაცხადა.

13 ოქტომბერს ნიდერლანდების უშიშროების საბჭომ “ბოინგის” ჩამოგდების მიზეზები უკვე დაასახელა: ლაინერი რაკეტა “ბუკით” იქნა ჩამოგდებული, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინის ერთ-ერთი რაიონიდან იყო გამოშვებული. კომისიას არ დაუზუსტებია ვინ ესროლა ლაინერს, მაგრამ აღნიშნა, რომ მას რაკეტა მარცხენა მხრიდან მოხვდა. მოხსენებაში რაკეტის სროლის რაიონი დაზუსტებით არის მითითებული. ასევე ნათქვამია, რომ მოცემული მომენტისთვის ყველა მოცემულობა არსებობდა იმისთვის, რომ უკრაინის საჰაერო სივრცე დახურულიყო.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა დღეს გაკეთებულ განცხადებაში ყველას მოუწოდა, რომ დამნაშავე დასაჯონ. “აუცილებელია, რომ ტრაგედიაში დამნაშავეები მოიძებნონ და სასამართლოს გადაეცენ. დამნაშავის მოძებნაში ყველა ქვეყანა უნდა დაეხმაროს ნიდერლანდებს” – თქვა დღეს ნიდერლანდების პრემიერმა მარკ რიუტტემ.
“ბოინგი 777”, რომელიც მალაიზიის ავიახაზებს ეკუთვნოდა, 2014 წლის 17 ივლისს აღმოსავლეთ უკრაინაში ჩამოაგდეს. ტრაგედიას 298 ადამიანი შეეწირა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.

https://youtu.be/aLMEkJSKNvI

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო ენერგოუსაფრთხოების საკითხზე სხდომის გამართვის აუცილებლობას ვერ ხედავს
შემდეგი სტატიაგლდანის ნაწილს 15 ოქტომბერს გაზმომარაგება შეუწყდება