,,ბოინგი,, მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნადი თვითმფრინავი

ამერიკულმა კონცერნ ,,ბოინგმა,, 2014 წლის შეკვეთების მხედვით რეკორდული მაჩვენებელს მიაღწია. მან გასულ წელს 1432 კომერციულ თვითმფრინავზე მიიღო შეკვეთა, რაც 2013 წელთან (1350) შედარებით 82 თვითმფრინავით მეტია. 2020 წლამდე დასამზადებელი თვითმფრინავების შეკვეთების რიცხვმა კი, ამ მომენტისთვის 5789-ს მიაღწია და ის, ამ პარამეტრებით პირველია მსოფლიოში.

,,ბოინგის,, ძირითადი კონკურენტი ფრანგული ,,აირბასი,, მიუხედავად მისი კლიენტების მხრიდან, ეკონომიკური წნეხით განპირობებული შეკვეთების.

შემცირებისა, საერთო ჯამში თვითმფრინავების გამოშვების შემცირებას არ აპირებს, თუმცა ,,ბოინგს,, რომელმაც შარშან 760 გამზადებული თვითმფრინავი ჩააბარა კლიენტებს, ამ მხრივ კონკურენციას ვერ გაუწევს! 2015 წლიდან დაწყებული – 2020 წლამდე, ,,ბოინგი,, წელიწადში მინიმუმ 900 ახალ თვითმფრინავის ჩაბარებს თავის კლიენტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით

banner
წინა სტატიაშიქურდების სომხური “სხოდკა”
შემდეგი სტატია„საფრანგეთში რელიგიური დაპირისპირების საფრთხე არსებობს,“