“ბოევიკებს” კვირამდე დებალცევოს დაკავების ბრძანება აქვთ მიღებული-პიოტრ მეხედი

"ბოევიკებს" კვირამდე დებალცევოს დაკავების ბრძანება აქვთ მიღებული-პიოტრ მეხედი“ბოევიკებს” კვირამდე დებალცევოს დაკავების ბრძანება აქვთ მიღებული, – ამის შესახებ “უნიანის” ცნობით, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, პიოტრ მეხედი იტყობინება.
“დღეს ტერორისტებსა და პრორუს ძალებს დაავალეს დებალცევოში თავიანთი დროშის აღმართვა”, – აცხადებს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.

მისივე თქმით, იგივე პრობლემა დგას მარიუპოლთან დაკავშირებითაც, თუმცა, პრორუსი ძალების გამოჩენა დებალცევოში უფრო საფრთხის შემცველია, ვიდრე მარიუპოლში, ვინაიდან მარიუპოლს მთლიანად უკრაინის არმია აკონტროლებს. პიოტრ მეხედი ასევე აცხადებს, რომ, ბოლო ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიაზე 10 000-ზე მეტი რუსი სამხედრო იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიჯოკია ბოდოკიამ ქრთამი შპს “დარიოუშის” ხელმძღვანელისგან ნათია მახარაშვილისგან აიღო
შემდეგი სტატიაუნიტაზში ჩარეცხილი ჩვილი რომელიც გადარჩა + ვიდეო