“ბლუმბერგი”: თუ ბიძინა ივანიშვილი თავის ქონებას თანაბრად გადაუნაწილებს საქართველოს ღარიბ მოსახლეობას, თითოეულს 13 756 დოლარი შეხვდება

“რობინ ჰუდის ინდექსში” საქართველო მე-11 პოზიციაზეა. “ბლუმბერგის” მიერ გამოქვეყნებული აღნიშნული ინდექსის თანახმად, საქართველოს ერთადერთი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის ქონება 6 მილიარდ დოლარს შეადგენს და ამ თანხის ღარიბ მოსახლეობაზე გადანაწილების შემთხვევაში თითოეულს 13 756 დოლარი შეხვდება.
ამასთან, “რობინ ჰუდის ინდექსის” თანახმად, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე ქვეყანაში 3 699 დოლარია.
“თუ საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი თავის ქონებას თანაბრად გადაუნაწილებს ქვეყნის ღარიბ მოსახლეობას, თითოეულს 13 756 დოლარი შეხვდება”, – წერს bpn-ი “ბლუმბერგის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

banner
წინა სტატიაშიაცრემლებული ბავშვის მიერ შესრულებული სასიკვდილო დავალება… (VIDEO)
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა” მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შესახებ ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებს