ბლატერმა ფიფას პრეზიდენტის პოსტი შეინარჩუნა

UEFA President Michel Platini addresses a news conference after a UEFA meeting in Zurich, Switzerland, May 28, 2015.A majority of UEFA's member associations will vote for Jordan's Prince Ali bin Al Hussein to succeed Sepp Blatter as the next FIFA president, UEFA President Michel Platini said on Thursday. REUTERS/Ruben Sprich - RTX1EXOD

ფიფას 209 დელეგატმა კენჭისყრის შედეგად ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტად მეხუთედ ზედიზედ ზეპ ბლატერი აირჩია. კენჭისყრა ევროპის დროით 17.00 საათზე გაიმართა. კორუფციული სკანდალის მიუხედავად, რომელიც ფიფას ჩინოვნიკებს უკავშირდებოდა და რომლის შემდეგაც ბლატერის მისამართით გადადგომის მოთხოვნები გაისმა, მან გაიმარჯვა. მისი მეტოქე იორდანიის პრინცი ალი ბინ ალ-ჰუსეინი იყო.
დღეს დილით ბლატელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების სურვილი და შვეიცარიულ სკანდალზე განაცხადა, რომ ყველაფერს მოაგვარებს, მაგრამ “პრობლემის მოგვარებას დრო დასჭირდება. დღეს მთავარია წინ ვიაროთ , მთავარია გამჭვირვალობა, რადგანაც გაგვაჩნია პრობლემა, რომელიც უნდა გადავჭრათ” – თქვა მან თავის გამოსვლაში.

banner
წინა სტატიაშიბათუმის საკრებულოს სხდომაზე ანბანის კოშკის საკითხის განხილვას ხმაური მოჰყვა
შემდეგი სტატიარუსეთმა ლატვიის და ესტონეთის თევზის იმპორტი აკრძალა