ბიძინა ივანიშვილს ფიზიკური ძალადობის და დაპირისპირების გზით უნდა ხელისუფლების შენარჩუნება

ენმ მზადაა 21 მარტის აქციის ფარგლებში სხვადასხვა პარტიებთან ითანამშრომლოს

ენმ მზადაა 21 მარტის აქციის ფარგლებში სხვადასხვა პარტიებთან ითანამშრომლოს“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ გიორგი გაბაშვილის განცხადებით, “ზუგდიდში ხელკეტებით შეიარაღებული გამგეობის თანამშრომლებისგან შემდგარი ბანდები შეუსიეს” “ნაციონალური მოძრაობის” ოფისებს.
როგორც გიორგი გაბაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, ბიძინა ივანიშვილს ფიზიკური ძალადობის და დაპირისპირების გზით უნდა ხელისუფლების შენარჩუნება.
“ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ვერც გიგი უგულავას გატეხავს, ვერც მის მეგობრებს და თანამებრძოლებს გატეხავს. ის ვერ მოახერხებს ამ ძალადობის, დაპირისპირების, დაჭერების, რეპრესიების გზით ხელისუფლების შენარჩუნებას”, -განაცხადა გაბაშვილმა.
მისივე თქმით, ამ ყველაფერზე “ნაციონალური მოძრაობის” პასუხი იქნება მშვიდი და წყნარი. “ჩვენ, 21 მარტს, ძალიან ბევრნი შევიკრიბებით რუსთაველის გამზირზე და დავიწყებთ მოქმედებას, პოლიტიკურ პროცესს, რომელიც აუცილებლად დამთავრდება მისი რეჟიმის აღსასრულით, აუცილებლად დამთავრდება ამ სამარცხვინო მთავრობის გადადგომით. როგორც გიგის დაჭერა იყო პოლიტიკური აქტი და მისი პირადი შურისძიება, ასევე მისი გათავისუფლებაც იქნება პოლიტიკური პროცესის ნაწილი. ჩვენ არ ვაპირებთ ამ ფარსში, ტრაგიკომედიაში მონაწილეობას, რასაც ივანიშვილის პროცესები ჰქვია. ჩვენ არ ვაპირებთ ძალადობის და დაპირისპირების გზით სიარულს, როგორც ამის სურვილი აქვთ დაწყებული სამეგრელოდან დამთავრებული ბევრ სხვადასხვა ადგილას, როდესაც პირდაპირ, სახელმწიფო სამსახურების თანამშრომლები და საჯარო მოხელეები ჰყავთ გამოყენებული იმისათვის, რომ სისხლისმღვრელი დაპირისპირებები გააჩაღონ. ჩვენ ვაპირებთ ხალხმრავალი, მყარი, შეუპოვარი საპროტესტო, მაგრამ მშვიდობიანი საპროტესტო მოძრაობით წერტილი დავუსვათ ამ ოლიგარქის სამარცხვინო მმართველობას საქართველოში”, – განაცხადა გაბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიქართველ ადამიანს არ აქვს დაღლის უფლება,ღმერთი ადამიანს ჯვარს აძლევს იმის მიხედვით,რამდენის ტარებასაც შეძლებს
შემდეგი სტატია” მოყვასისათვის შეწირულები”–პრემიერა