ბიძინა ივანიშვილს მარიხუანას ლეგალიზების საკითხზე გამოკვეთილი პოზიცია არ აქვს

თქვენ ჩაგვაგდე ჭაობში ბატონო ბიძინა

ექსპრემიერს, ბიძინა ივანიშვილს მარიხუანას ლეგალიზების საკითხთან დაკავშირებით გამოკვეთილი პოზიცია არ აქვს. “ანაშის მოხმარებასთან დაკავშირებით თუ მარიხუანას? – ასეთი კონტრშეკითხვით უპასუხა ივანიშვილმა ნარკოპოლიტიკის შერბილებასთან დაკავშირებით გარკვეული ჯგუფების მოთხოვნის თაობაზე დასმულ კითხვას.
რაც შეეხება მის პირად პოზიციას, აღნიშნა, რომ მას ამ საკითხზე განსაკუთრებული პოზიცია არ გააჩნია.
“ერთი მხრივ, ძალიან კარგია, რომ კანონმდებლობა გაიოლდეს და მარტივ დარღვევებზე აღარ იქნება პასუხისმგებლობა. მეორე მხრივ, არის ხიფათი, რომ ამით გაიზარდოს მოხმარება. მე არ მაქვს განსაკუთრებული პოზიცია”, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ალბათ უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც ევროპის განვითარებული ქვეყნები იქცევიან.

banner
წინა სტატიაში„ჩემთვის ის მოდელია მისაღები, სადაც კომერციული საბანკო სექტორი თავს კომფორტულად იგრძნობს“
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას გადაცემა 20/30-ში მონაწილეობაზე უარი არ უთქვამს