ბიძინა ივანიშვილს გამბედაობა არ ჰყოფნის–ირაკლი ალასანია

ბიძინა ივანიშვილს გამბედაობა არ ეყოფა რომ ეს გააკეთოს

alasania-qarTuli-akademia_180თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია მზად არის, რომ გადაცემა “2030”-ში მივიდეს, – ამის შესახებ მან “ტელეიმედის” გადაცემა “რეაქციაში” სტუმრობისას განაცხადა.
კითხვაზე – შესაძლებელია თუ არა, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე კვალი ირაკლი ალასანიამდე მივიდეს, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ “ბიძინა ივანიშვილს გამბედაობა არ ეყოფა რომ ეს გააკეთოს”.
“მას უნდოდა ამის გაკეთება. იმიტომაც დაავალა ჯერ კიდევ აგვისტოში პროკურატურას, რომ ჩემს წინააღმდეგ საქმე შეეთითხნათ. ამის მერე რაც კი დოკუმენტაცია იყო თავდაცვის სამინისტროში, ყველაფერი პროკურატურაშია წაღებული. ვერაფერი იპოვეს. ვერც იპოვიან, რაც არ არის, ამიტომ მე არ მგონია მას გამბედაობა ეყოს, რომ ეს ნაბიჯი გადადგას. მე ერთხელ ერთ-ერთი ტელევიზიიდან უკვე მივმართე, რახან მან ეს საქმე დაიწყო, ღიად გამოვიდა, კითხვები დასვა ჩემთან მიმართებაში და კიდე ერთხელ მოვუწოდებ, მოვიდეს, დავსხდეთ. კითხვებზე ვუპასუხებ, მეც მაქვს კითხვები, ღიად ვუპასუხოთ და დავამთავროთ ერთხელ და სამუდამოდ. თუ აქ ვერ მოვა, მე მზად ვარ, რომ იქით შევთავაზო და მისსავე გადაცემაში მივიდე, რომელსაც ამით, რა თქმა უნდა, გარკვეულ რეიტინგს ვაჩუქებთ, მაგრამ ალალი იყოს, მთავარია საზოგადოებამ დაინახოს რეალობა, რასთან გვაქვს საქმე, ვის აქვს არგუმენტები, ვის შეუძლია საკუთარი პოზიციის სწორად წარმოსახვა, ვინაიდან ეს ყველაფერი ძალიან ვნებს სახელმწიფოს”, – განაცხადა ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიე. წ. ყირიმის მთავრობა ნახევარკუნძულზე ატომური იარაღის განთავსებას არ გამორიცხავს
შემდეგი სტატიარიგის სამიტზე ჩვენ ველოდებით, რომ ბრიუსელი გზას გაგვიხსნის საბოლოო მიზნისკენ