ბიძინა ივანიშვილი: საქართველოს ჰქონდა რთული დღეები, ჩვენ დავინახეთ, როგორი კონსოლიდაცია შეგვიძლია

ბიძინა ივანიშვილი - სააკაშვილი ედრებოდა დავით აღმაშენებელს იმიტომ, რომ რეგიონში ვერავის ედრებოდა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ძალიან რთულ დღეებში ურთიერთანადგომა და კონსოლიდირება მოვახდინეთ.
თბილისში მომხდარ სტიქიას ივანიშვილი დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, ორგანიზაცია “მოქალაქის” ახალ პროექტთან – “სტუდენტები ბიზნესის მხარდასაჭერად” დაკავშირებით მიმდნარე შეხვედრაზე გამოეხმაურა.
ივანიშვილმა ახალგაზრდებს მიმართა და აღნიშნა, რომ საქმე, რასაც ისინი აკეთებენ, ნიშნავს, რომ საქართველოს აქვს კარგი მომავალი, რომელიც მათ მტკიცე ხელებში გადის.
“საქართველოს ჰქონდა რთული დღეები. ჩვენ დავინახეთ, როგორი კონსოლიდაცია შეგვიძლია. ამ დღეებში მოვახდინეთ ასეთი გაერთიანება და თანადგომა, რაც თავისთავად აღსანიშნავია”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“სითი პარკი” ბოდიშს იხდის მომხდარის გამო და გამოწერილ ჯარიმას გადაიხდის თავად კომპანია”
შემდეგი სტატიათბილისს ელექტროენერგია სრულად მიეწოდება