ბიძინა ივანიშვილი: ეს მთავრობის საქმეა რესურსების მოძიება, რასაც ვერ შეძლებენ ჩათვალეთ, რომ ჩემი სახით დაზღვევა აქვთ და ყველა თანხა გააჩნიათ

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საჭირო თანხას, რომელსაც ხელისუფლება, ბიზნესმენები და საზოგადოება ვერ მოიძიებენ, ბიძინა ივანიშვილი გამოყოფს.
როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რესურსების მოძიება მთავრობის საქმეა, რასაც ისინი აქტიურად ცდილობენ, თუმცა, ამ მხრივ სახარბიელოდ არ აქვთ საქმე.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, მისი სახით ხელისუფლებას აქვს დაზღვევა.
ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ბიზნესმენს თუ კერძო პირს, ვინც თანხები გადარიცხა სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად და ეს თანხა, ივანიშვილის ინფორმაციით, 5 მილიონზე მეტს შეადგენს.
“მე ვესაუბრე ფინანსთა მინისტრს, მაინტერესებდა როგორ აქვს ფინანსური მიმართულებით საქმე, არ აქვს სახარბიელო მდგომარეობა. ყველამ თავის საქმე უნდა გააკეთოს. ეს მთავრობის საქმეა, რესურსების მოძიება და ისინი ამას აქტიურად ცდილობენ, რასაც ვერ შეძლებენ ჩათვალეთ, რომ ჩემი სახით დაზღვევა აქვთ და ყველა თანხა გააჩნიათ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისერგეი დორენკო: საქართველო აფრიკის ნაირსახეობაა
შემდეგი სტატიაფეისბუქ-გვერდი “13 ივნისი” და ამავე ჯგუფის ადმინისტრატორების გვერდების გაუქმებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო