” ივანიშვილი დაგვემუქრა სრულიად საქართველოს, რომ თუ ჭკვიანად არ ვიქნებით, დაიწყება სამოქალაქო დაპირისპირება”

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხათუნა გოგორიშვილი, მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება სწორი და ადეკვატურია.

გოგორიშვილმა კომენტარი პრემიერმინისტრის განცხადებაზეც გააკეთა.

“ეს დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა გააკეთა ის განცხადება, რომელიც უკვე ყველასთვის ცნობილია, ის ამ განცხადებას კითხულობდა, არ მგონია, რომ თვითონ ღამე დამჯდარიყო და ეწვალა, ეს არის პირდაპირი მესიჯის გახმოვანება, ის მთელი თავისი პრემიერობის განმავლობაში მხოლოდ ამით არის დაკავებული, ბიძინა ივანიშვილის მესიჯებს ახმოვანებს და დღეს ბიძინა ივანიშვილი დაგვემუქრა ჩვენ, რუსთავი 2-ს, სრულიად საქართველოს, რომ თუ ჭკვიანად არ ვიქნებით, დაიწყება სამოქალაქო დაპირისპირება, ეს პრემიერმინისტრის პირით გააკეთა,”-განაცხადა გოგორიშვილმა.

ხათუნა გოგორიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა და მოუწოდა, რომ “Facebook-ზე გაუგებარი პოსტების წერას თავი დაანებოს და გამოვიდეს და ის განცხადება გააკეთოს, რასაც პარლამენტის თავმჯდომარე უნდა აკეთებდეს.”

banner
წინა სტატიაში,ჩვენ მივიღეთ ის ნორმა, რომელიც ასეთი კადრების გაშვებას კრძალავს”
შემდეგი სტატიანიკა გვარამიამ მთავარი პროკურატურა დატოვა