ბიძინა ივანიშვილის ფუჭი დაპირებები და მოტყუებული მოსახლეობა

ყურძენს მთავრობა 35 თეთრად იბარებს, 5 თეთრს კი ქარხანა უმატებ

ყურძენზე დაბალი ფასი ყვარლის რაიონის სოფელ ჭიკაანში, გავაზში, ახალსოფელსა და ზინობიანში მცხოვრებმა სტიქიით დაზარალებულმა მევენახეებმა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ღვინის ქარხნები დასეტყვილ ერთ კილოგრამ ყურძენს 5 თეთრად იბარებენ, რასაც სახელმწიფო სუბსიდიის სახით 35 თეთრი ემატება. მევენახეების თქმით, ჭიკანიის ღვინის ქარხანა კი დასეტყვილი ყურძნის ჩაბარებაზე უარს ამბობს.

აქციის მონაწილეები სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრას და ყურძენზე რეალური ფასის დაწესებას ითხოვენ. მევენახეების თქმით, ამ დრომდე მათ არავინ შეხვედრია.

„ყურძენს მთავრობა 35 თეთრად იბარებს, 5 თეთრს კი ქარხანა უმატებს. ეს არარეალურია და ჩვენს მიერ გაწეულ ხარჯებს ვერ ანაზღაურებს. 35 თეთრად ოჯახს როგორ შევინახავთ?! წამლები ნისიად მაქვს გამოტანილი და ხომ უნდა დავფარო. აღარც იმის ფული მაქვს, რომ დავკრიფო და დავამუშაო. ამდენი ხანი მიწვალია, კრედიტი მომცეს ვენახი გააშენეო და ახლა თავი გავანებო?“,- უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ახალსოფელში მცხოვრებმა დავით პარწიკანაშვილმა.

„ტუალეტის ქაღალდი ღირს 70 თეთრი, ყურძენი 35 თეთრი, სირცხვილი არ არის?! ოჯახები გვყვავს. კრედიტები რომ გამომატანინეს ვენახი ჩაყარეო, საიდან დავხატო 12 ათასი ლარი. ლარს გადაიხდიან დავკრეფავთ, თუ არადა თითს არავინ არ დაადებს ყურძენეს“,- აღნიშნა გავაზში მცხოვრებმა უშანგი ვარადაშვილმა.

აქციაზე „რთველი 2015-ის“ საკოორდინციო შტაბის წარმომადეგენელები მივიდნენ და განმარტეს, რომ ყურძნის ფასს ბაზარი არეგულირებს. მათივე თქმით, რქაწითელს სახელმწიფო 60 თეთრად, საფერავს კი 85 თეთრად იბარებს.სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ყურძენზე ფასის გადახედვა არ იგეგმება.

ყურძენზე ფასისი გაზრდის მოთხოვნით კახელი მევენახეები უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ.

წყარო:კახეთის საინფორმაციო ცენტრი

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში 36 წლის ქალბატონი ქუჩაში სექსის გამო დააპატიმრეს…
შემდეგი სტატიასაუდის მთავრობა ამწეს მეჩეთზე დაცემას ძლიერ ქარს აბრალებს