ბიძინას მაფიოზობა საქართველოში არ გამოუვა

ბიძინას მაფიოზობა საქართველოში არ გამოუვა

ბიძინას მაფიოზობა საქართველოში არ გამოუვა“პროკურატურას კვლავ ფარცხალაძე მართავს,”- ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ “კურიერის” პირდაპირ ეთერში ირაკლი ალასანიამ გააკეთა. თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ამბობს, რომ თავისმხრივ ფარცხალაძეს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მართავს.

“იმიტომ არ მოხდა 2012 წელი, რომ ბიძინა ივანიშვილმა ფარცხალაძების და შოთაძეების ხელები ააკაპიწებინოს და რაღაცეები აკეთებინოს. ბიძინას მაფიოზობა საქართველოში არ გამოუვა. დღეს ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ დაეჭირა 5 ადამიანი და მათი საბრალდებო დასკვნა წაიკითხა, ეს არის პრცედენტი, იმისა, რომ თუ მას დასჭირდება 500 და 5000 კაცსაც ჩასვამს ციხეში. რათქმაუნდა წინა ხელისუფლების დროს უფრო მეტი იყო უსამართლოდ დაჩაგრული, მაგრამ ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ. ეს არის ბოროტება, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ. არაფორმალური მმართველობა დაუშვებელია. ივანიშვილი ვაჭრობს მოსამართლეებთან თავის კანონზე, რომელიც მან დათმო. ეს არის პრობლემა ჩვენი ქვეყნის დღევანდელი გამრჯვება არის საწინდარი იმისა, რომ ჩვენ ამ უსამართლობას დავამარცხებთ. პროკურატურა მოქმედებს დირექტივებით, ბიძინა ივანიშვილის ხელისკაცის ფარცხალაძის საშუალებით. ის არის მმართველი, ეს როგორ შეიძლება ავიტანოთ.

“მას მართლაც არ შეუძლია ჩვეულებრივი ადამიანების სიხარულის დანახვა”- ასე გამოეხმაურა “კურიერის” პირდაპირ ეთერში ირაკლი ალასანია ივანიშვილის მიერ მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას.ყოფილი თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე პროკურატურამ დღეს სწორი გადაწყვეტილება მიიღო და შეეცადა საზოგადოებაში სახე შეენარჩუნებინა.

“მას ვერ წარმოედგინა, რომ საზოგადოება მის პირად 5 პატიმარს ასეთ სოლიდარობას გამოუცხადებდა. პროკურატურამ სახის გადარჩენა სცადა იმიტომ, რომ ამ გადაწყვგეტილებას ხვალ სასამართლო გამოუშვებდა. ივანიშვილი ამას ვერ წარმოიდგენდა. არავითარ შემთხვევაში თავისუფლებისთვის და სიმართლისთვის ბრძოლა არ უნდა შევწყვიტოთ. თავგასულობა არავის არ უნდა დავუთმოთ,”- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილმა უკრაინის უშიშროება კონტრაბანდის ,,დაკრიშვაში,, დაადანაშაულა
შემდეგი სტატიადიდ დიღომში 25 წლამდე ბიჭი დაჭრეს