,,ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებს სეკვეტრს ვერ დავარქმევთ, ამას კორექტირება ეწოდება”

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე საპარლამენტო უმცირესობის შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებებით სეკვესტრი ხორციელდება, არ იზიარებს.
როგორც კაკაურიძემ ოპოზიციის პასუხად განმარტა, ბიუჯეტის ჯამური პარამეტრები არ მცირდება.
“წარმოდგენილი ცვლილებებით ბიუჯეტის არც შემოსულობების ნაწილი მცირდება და არც ხარჯვითი ნაწილი. არაერთხელ იყო ნახსენები – სეკვესტრი. სეკვეტრი არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არის ფული იმის დასაფინანსებლად, რაც გვაქვს. ჩვენ შევამცირეთ ხარჯები იქედან გამომდინარე, რომ ნაკლები ყოფილიყო ხარჯვითი ნაწილი და ბიუჯეტის დეფიციტი ყოფილიყო უფრო ნაკლები, თუმცა დამატებითი ხარჯების გაწევის აუცილებლობაც არის. სწორედ ამიტომ ჯამში ბიუჯეტის მოცულობა არ იცვლება. თუ ჩვენ ერთ სამინისტროსთვის თანხის შემცირებას და მეორე სამინისტროში გადატანას სეკვეტრს დავარქმევთ, შეგვიძლია ვნახოთ ბოლო 5-6 წლის განმავლობაში რა ცვლილებები განხორციელდა ბიუჯეტში – ყველგან რომელიმე სამინისტროსთვის თანხის შემცირება და სხვა სამინისტროსთვის გადანაწილება ხდებოდა. ამიტომ თუ ჯამური პარამეტრები არ მცირდება, გვაქვს უფრო მეტი რესურსი, ვიდრე იყო დაგეგმილი, ამას სეკვეტრს ვერ დავარქმევთ. ამას ბიუჯეტის კორექტირება ეწოდება”, – განაცხადა კაკაურიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებზე მსჯელობენ.
კაკურიძის თქმით, უმრავლესს სამინისტროებში ადმინისტრაციული ხარჯები მცირდება და თანხების დაზოგვა ამ გზით ხდება.

banner
წინა სტატიაშიგლდანში მომხდარი აფეთქების შემდეგ, საავარიო სამსახურში ზარებმა იმატა
შემდეგი სტატიაუგულავას ლუშკოვისადმი გაგზავნილი წერილი – რა დოკუმენტი გამოაქვეყნა ჯაბა სამუშიამ