“ბიუჯეტის შემცირება გარდაუვალი და აუცილებელია”

განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებთ კონსულტაცია გრძელდება, რადგან შეთახმება ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა.

როგორც სანიკიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ბიუჯეტის შემცირება ისე უნდა მოხდეს, რომ საერთო საქმე არ დაზარალდეს.

“დღეს იყო გარკვეული შენიშვნები, შევთანხმდით პრინციპულ მიდგომებზე, თუმცა საბოლოო პასუხი კვირის ბოლოს გვექნება. ბიუჯეტის შემცირება გარდაუვალი და აუცილებელია, მაგრამ საჭიროა ეს ისე მოხდეს, რომ საერთო საქმე არ დაზარალდეს. მიმდინარე კვირის განმავლობაში, მოხდება ინფორმაციის დამუშავება სამინისტროების და პროგრამების მიხედვით, ხოლო ერთ კვირაში გვექნება პასუხი სად რა შემცირდება”, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი – ამ მთავრობას ჭაობის მინისტრი მოუხდებოდა
შემდეგი სტატიაბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გახდება ცნობილი