ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გახდება ცნობილი

ხადური

ფინანსთან მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, ბიუჯეტის კორექტირებასთან დაკავშირებით კონსულტაციები მომავალ კვირაში გაგრძელდება.

როგორც ხადური აცხადებს, მან პრემიერისგან მიიღო დავალება, რომ გაგრძელდეს კონსულტაციები ყველა სამინისტროსთან იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით გააკეთებენ თანხების ეკონომიას.

„წარმოვადგინეთ ბიუჯეტის პირველი ვარიანტი, იგი ითვალისწინებს რამდენიმე სერიოზულ მიმართულებას. ამ შემთხვევაში ეკონომიკის ზრდა ნაცვლად ხუთისა, იქნება 2%, ხოლო ინფლაცია იქნება 3%. სახაზინო ვალდებულებების ემისია შემცირდება 100 მილიონი ლარით. ჩვენ მივიღეთ დავალება, რომ გავაგრძელოთ კონსულტაციები მინისტრებთან და მომავალ კვირაში წარმოვადგინოთ დაზუსტებული მონაცემები, თუ რომელ სამინისტროს რა მიმართულებით ექნება ეკონომია, ან ზრდა. ჩვენ ამ დღეების განმავლობაში აქტიური კონსულტაციები გვექნება თვითმმართველობთან, რომ მათაც გადახედონ ბიუჯეტს. ბიუჯეტის დეფიციტი 3%-ზე მეტი არ უნდა იყოს“, – განაცხადა ხადურმა და დასძინა, რომ სოციალური ხარჯები არ შემცირდება, მათ შორის არც ჯანდაცვის სამინისტროს პროექტების მიმართულებით.

banner
წინა სტატიაში“ბიუჯეტის შემცირება გარდაუვალი და აუცილებელია”
შემდეგი სტატია„პროექტების დაფინანსების კუთხით საკმაოდ რთული წელი იქნება“