ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

28 მარტს მოკლული ბიზნესმენის, ბესიკ ხარძიანის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს საბურთალოს სასაფლაოზე, ამაღლების ტაძარში გაიმართა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრებს სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებმა მიუსამძიმრეს.
„ვისაც წართმეული აქვს ქონება, ვინც გაუბედურებულია, ვინც დასჯილი იყო, ყველა ის ადამიანი უნდოდათ დაეშინებინათ. სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოიძიონ მომხდარი ტრაგედია და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა.
დეპუტატმა ვიქტორ დოლიძემაც იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება სიმართლეს დაადგენს.
გარდაცვლილის ახლობლების მიმართ თანაგრძნობა გამოხატა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც.
ეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი 28 მარტს საკუთარ სახლთან მოკლეს. ხარძიანს უცნობმა პირმა საკუთარი სახლის სადარბაზოში რამდენჯერმე ესროლა. პროკურატურაში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდა როგორც მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის, ასევე ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორ-გამომძიებლებით.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაოხოტის ზღვაში კატასტროფის შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა