„ბიზნესის კეთების თვალსაზრისით საქართველო კვლავ მოწინავე შემსრულებელია“

მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის იავან ოჰალორანის შეფასებით ბიზნესის კეთების თვალსაზრისით საქართველო კვლავ მოწინავე შემსრულებელია.

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2016 წლის „Doing Business“-ის ანგარიშზე საუბრისას იავან ოჰალორანმა აღნიშნა, რომ წლევანდელი შეფასებისას გამოყენებული იყო ახალი მიდგომა და მეთოდოლოგია, რამაც რეიტინგში საქართველოს 24-ე ადგილზე ყოფნა განაპირობა.
„მსოფლიოს 80 ქვეყანას შორის საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელმაც გასულ წელს განახორციელა ორი მნიშვნელოვანი რეფორმა – კონტრაქტის აღსრულების გაუმჯობესება და მშენებლობის ნებართვის გამარტივება ნებართვის გასაცემად საჭირო დროის შემცირებით. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი შეფასებისას გამოყენებული იყო ახალი მიდგომა და მეთოდოლოგია. სწორედ ამან განაპირობა, რომ საქართველოს მიენიჭა 24-ე ადგილი. წლევანდელ მოხსენებაში გამოყენებული შეფასების ახალი, გაფართოვებული მეთოდოლოგია გამოყენებული რომ ყოფილიყო წინა წლის შეფასებისას, საქართველოს პოზიცია უცვლელი დარჩებოდა“, – განაცხადა იავან ოჰალორანმა.
banner
წინა სტატიაშიექსპერტმა დასკვნა 1 დღეში 2 დოკუმენტის საფუძველზე მოამზადა – R2 საქმის განხილვა
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი და კოალიცია “ქართული ოცნება” “რ 2”-ზე თოფაძის განცხადებებს ემიჯნებიან