ბიზნესის ადგილობრივი თუ უცხოელი წარმომადგენლები დღესაც ხშირად საუბრობენ ხელისუფლების მხრიდან ცალკეული გადაწყვეტილებების გაჭიანურებაზე

შესაძლოა, პრეზიდენტი პირველივე სხდომაზე არ გამოცხადდეს

“ბიზნესის ადგილობრივი თუ უცხოელი წარმომადგენლები დღესაც ხშირად საუბრობენ ხელისუფლების მხრიდან ცალკეული გადაწყვეტილებების გაჭიანურებაზე, რის გამოც საქმიანი ინიციატივის განხორციელება დროში იწელება, ფერხდება ინვესტიციების მოზიდვა–ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში, წლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.მისისვე განცხადებით მნიშვნელოვანია ბიზნესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თავად ბიზნესმენთა ჩართვა და მეტი ინფორმირებულობა საზოგადოების. საჭიროა საფუძველშივე მეტი კომუნიკაცია ბიზნესთან იმ ინიციატივის გაჟღერებამდე თუ კანონის მიღებამდე, რომელიც უკავშირდება ბიზნესგარემოს, ინვესტიციებს და ტურიზმს. როდესაც მიღებულია გადაწყვეტილებები, აუცილებელია მისი სწრაფი და ენერგიული განხორციელება. სახელმწიფოს მიზანია მიაღწიოს ბიზნესის იმგვარ რეგულირებას, რომელიც ხელს შეუწყობს თავისუფალი ბაზრისა თუ მეწარმეობის განვითარებას. არსებულმა თუ მომავალმა რეგულაციებმა არ უნდა შეზღუდონ ბიზნესის საქმიანობა მისთვის დამატებითი პრობელემბის შექმნის გზით”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაში300.000.000 $ დაზღვევა აირბას A320-ს გამო დაიხარჯება
შემდეგი სტატიამნიშვნელოვანია, პოლიტიკურ სპექტრსა და მთლიანად საზოგადოებაში ჩამოყალიბდეს კონფლიქტების მოგვარების ერთიანი ხედვა