ბიბისი: თბილისის წყალდიდობა, როგორც ზოოპარკების აკრძალვის საბაბი

დიდი გაქცევის ტრაგიკული დასასრული–ფოტოები უკომეტაროდ

ბიბისი: თბილისის წყალდიდობა, როგორც ზოოპარკების აკრძალვის საბაბიწყალდიდობის შედეგად თბილისის ზოოპარკის ბინადარი ცხოველების დაღუპვას, სოციალური ქსელების მომხმარებლები გულგრილი არ დაუტოვებია: ტრაგედია გახდა იმაზე ფიქრის საფუძველი, არის თუ არა საჭირო ზოგადად ზოოპარკის, როგორც ასეთის არსებობა.

წყალდიდობის შედეგად ბევრი ცხოველი დაიღუპა, ბევრიც ქუჩაში აღმოჩნდა.
პინგვინების და ბეჰემოტის ზოოპარკში დაბრუნება მოხერხდა. სტიქიამ ვოლიერების უმეტესობა დაანგრია.
«ჩვენ დავიჭირეთ რამდენიმე პინგვინი, მგელი, დათვი, გიენა, ბეჰემოტი და ჩიტები» – ამბობს ბიბისისთან საუბარში თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.
გარდა ამისა, დაღუპულია ზოოპარკის სამი თანამშრომელი.
მედიაში გავრცელეული ცნობამ იმის შესახებ, რომ ლომის ბოკვერი ზოოპარკის ტერიტორიაზე ტყვიით იქნა მოკლული, სოციალურ ქსელში აღშფოთება გამოიწვია, თუმცა, ზოოპარკის დირექცია აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
ჯერჯერობით დაუდგენელია როგორ დაიღუპა თეთრი ბოკვერი შუმბა, ან რამდენი ცხოველი დაიღუპა ზოგადად. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ვეფხვები დახოცეს.

ბიბისი: თბილისის წყალდიდობა, როგორც ზოოპარკების აკრძალვის საბაბი
სინანულის გამოხატვით დაწყებული დისკუსია ცხოველების ვოლიერებში ჩასმის აკრძალვაში გადაიზარდა. პროფესორ სერგეი მედვედევის თქმით: «დიდი ხნის უკან უნდა გაგვეგო მარტივი ჭეშმარიტება: ზოოპარკის ადგილი არ არის ქალაქში, ადამიანებთან. ზოოპარკები ზოგადად, მსოფლიოში არ უნდა იყოს, 21-ე საუკუნეში ეს ანაქრონიზმია, რომელიც ჯერ კიდეც რომაული ცირკებიდან მოდის, მოდერნის შუასაუკუნეობრივი სანახაობრივი სისასტიკეებიდან. საუკეთესო ვარიანტია სერენგეტის ტიპის უზარმაზარი პარკები, სადაც ცხოველები თავისუფლად არიან, ხალხი კი დაცულ გალიებში ბორბლებზე მოძრაობს. სხვა ინფორაციისთვის არსებობს googloe და Discovery Channel» – წერს პროფესორი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
პედაგოგის თქმით, ბუნებრივი და ადამიანური კატასტროფებოსას, ასევე შეიარაღებული კონფლიქტისას ყველაზე მეტად გალიაში ჩასმული ცხოველები ზიანდებიან. «აფხაზეთის ომში უნიკალური მაიმუნები ან დახვრიტეს, ან ტყეებში გაიქცნენ, სადაც დაიღუპნენ იმიტომ, რომ მათთვის მიუჩვეველ გაერმოში მოუხდათ ცხოვრება» – მოყავს მაგალითი მედვედევს.
საინტერესოა, რომ სულ რაღაც ორი კვირის წინ ინდოეთში მოხდა ინციდენტი, რომელიც მედვედევის და ეკოლოგების ზოოპარკის და ციხეების შედარებას ადასტურებს.
მაისის ბოლოს რაჯასტანის შტატის სასამართლომ ლომ უსტადს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა სამი ადამიანის მოკვლის გამო.
მტაცებელის ადვოკატი ამტკიცებს, რომ ლომს შეცდომით გამოუტანეს განაჩენი, რადგანაც დანაშაული საჭირო წესებით არ არის დამტკიცებული.
ზოოპარკში ცხოველები ვიზიტორების მხრიდან არასწორი კვების ან სტრესის გამოც შეიძლება დაიღუპონ.
ზუსტად ნერვიული დაძაბულობისგან იხსნეს ზოოდამცველებმა ორანგუტანი სანდრუ: დეკემბერში არგენტინის სასამართლომ ადამიანის უფლებები აღიარა მაიმუნზე, რომელიც ადამიანებს მუდმივად ემალებოდა ვოლიერში.
ასე გახდა მაიმუნი ყველაზე პრივილეგირებული მაიმუნებს შორის პლანეტაზე.

ბიბისი: თბილისის წყალდიდობა, როგორც ზოოპარკების აკრძალვის საბაბი

 

ზოოპარკები საგანმანათლებო მისიით მე-18 საუკუნეში გაჩნდნენ. ამასთანავე, უკვე 200 წელია მიდის დებატები ცხოველების დაკეტასთვან დაკავშირებით.
ზოოპარკის მომხრეები თვლიან, რომ არსებული ტიპის ზოოპარკები უნიკალური ჯიშების შენარჩუნების და პოპულაციის საშუალებაა.
მაგრამ, როგორც თეთრი მარტორქის მაგალითმა აჩვენა, იშვიათ ცხოველებს არ შეუძლაით გამრავლდნენ დახურულ სივრცეში.
ასევე, ათობით ტასმანიური ვეფხვების გადარჩენა ზოოპარკმა გასულ საუკუნეში ვერ მოახერხა და სახეობა 1936 წელს სრულიად ამოიხოცა.
გარდა ამისა, ცხოველების გენეტიკურ ნაირსახეობაზე ზრუნვა შესაძლებელია ცხოველებზე ბოროტი ხუმრობა აღმოჩნდეს.
საერთაშორისო სკანდალი გახდა გასულ წელს კოპენჰაგენის ზოოპარკის გადაწყვეტილება, მოეკლათ ახალგაზრდა ჟირაფი მარიუსი იმის გამო, რომ ევროპის სხვა ზოოპარკებში მყოფი ჩლიქოსნების ახლო ნათესავი იყო. შვედეთის და შოტლანდიის ზოობაღები ჟირაფს თავისთან იწვევდნენ, მაგრამ ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება არ შეცვალა.

ზოოდამცველების თქმით, ცხოველების დაცულობა ყველაზე მეტია ნაციონალურ პარკებსა და ნაკრძალებში, რადგანაც მათთვის ბუნებრივი პირობები მაქიმალურად არის შექმნილი.

banner
წინა სტატიაში“მზიურში” კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიააშშ ევროპაში უახლესი F-22 Raptor-ის განთავსებას არ გამორიცხავს