ბექა ბასილაია: არტისტის დაბარება ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე, კომიკურს ხდის მთელ ამ გამოძიებას

მინისტრი კახიშვილი ზარებსაც კი არ პასუხობს

მომღერალ სოფო ნიჟარაძის ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, ნიჟარაძის საგამოძიებო უწყებაში დაბარებას ერთადერთი მიზეზი აქვს, ეს არის კონკრეტული პირების დისკრედიტაცია.ამის შესახებ ბექა ბასილაიამ ე.წ. მოდულის შენობასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

„არტისტის დაბარება ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე, კომიკურს ხდის მთელ ამ გამოძიებას, მითუმეტეს, ფალსიფიცირებული და ფაბრიცირებული მასალების საფუძველზე. რა უნდა განვაცხადო ამაზე სერიოზულად? ერთადერთი მიზეზი ამ დაბარებას აქვს კონკრეტული პირების დისკრედიტაცია და პირად ცხოვრებაში ჩარევა“, – განაცხადა ბასილაიამ.

ადვოკატი სახელმწიფო უსარფთხოების სამსახურში მისი დაცვის ქვეშ მყოფ სოფო ნიჟარაძესთან ერთად 12:00 საათისთვის გამოცხადდა. სოფო ნიჟარაძეს სავარაუდოდ უკრაინულ ვებ-გვერდზე გავრცელებულ აუდიო მასალებთან დაკავშირებით კითხავენ, რომელიც მასსა და მიხეილ სააკაშვილს შორის სატელეფონო საუბარს შეეხება. უწყება მომღერალს გუშინ გადაეცა.

ე.წ. მოდულის შენობასთან იმყოფებიან მომღერალის ახლობლები და მხარდამჭერები, რომელბიც სოფო ნიჟარაძის დაკითხვის დასრულებას ელოდებიან

banner
წინა სტატიაში“სააკაშვილი ჩემი მეგობარია”- რა განაცხადა სოფო ნიჟარაძემ დაკითხვაზე შესვლამდე
შემდეგი სტატიასააკაშვილის მონაწილეობით კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი: 50 ადრე სპეცრაზმელი ჩამოგვყვავს სამეგრელოდან” (ვიდეო)